სელტა, გიორგი ქოჩორაშვილი, ლისაბონის სპორტინგი
Aa
Aa

შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებიათ - სპორტინგი სელტას წინადადებას ელოდება

ლისაბონის „სპორტინგში“, გიორგი ქოჩორაშვილის მომავალი კვლავ გაურკვეველია. როგორც ესპანური, ისე პორტუგალიური მედია წერს, რომ ქართველი ნახევარმცველის დამატებით ვიგოს „სელტა“ არის დაინტერესებული, თუმცა „სპორტინგისთვის“ ნახევარმცველის თაობაზე ოფიციალური შეთავაზებით ჯერ არ მიუმართავს.

გიორგი ქოჩორაშვილმა შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „სპორტინგი“ დატოვოს, თუ კლუბისთვის მისაღები წინადადება გამოჩნდება. გამოცემა A Bola-ს ინფორმაციით, ესპანური კლუბი დაინტერესებულია, თუმცა ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერზე წინადადება ჯერ არ წარუდგენია.

A Bola-ს ცნობით, „სპორტინგს“ მიზანია, რომ დაიბრუნოს ის 5.5 მილიონი ევრო, რაც „ლევანტედან“ ტრანსფერში გადაიხადა. ამავე გამოცემის მტკიცებით, თუ ფეხბურთელი „ლომების“ რიგებს დატოვებს, მისი მთავარი პრიორიტეტი ისევ ესპანეთში დაბრუნება იქნება.

გასულ სეზონში გიორგი ქოჩორაშვილმა 33 მატჩი ჩაატარა, სადაც ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი 2030 წლამდეა ძალაში და გამოსასყიდი თანხა  80 მილიონ ევროს შეადგენს. Transfermarkt-ის მონაცემებით, მისი სატრანსფერო ღირებულება ამჟამად ოთხი მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბეშიქთაშისთვის პრიორიტეტი არ არის - თურქეთში ზურიკოს ტრანსფერზე წერენ
ბეშიქთაშისთვის პრიორიტეტი არ არის - თურქეთში ზურიკოს ტრანსფერზე წერენ