ბეშიქთაშისთვის პრიორიტეტი არ არის - თურქეთში ზურიკოს ტრანსფერზე წერენ
თურქული მედია ზურიკო დავითაშვილის „ბეშიქთაშში“ შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. კლუბთან დაახლოებული გამოცემა Besiktas Medya Grup-ის ცნობით, მიმდინარე სეზონში „ბეშიქთაშისთვის“ ქართველი შემტევი მთავარი პრიორიტეტი არ იქნება.
თურქები თავდაპირველად, „არსენალიდან“ ლეანდრო ტროსარის შეძენას ეცდებიან, დავითაშვილი კი სარეზერვო კანდიდატი იქნება.
პარალელურად, ფრანგული მედია წერს, რომ შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში, „სენტ-ეტიენი“ ქართველ ფეხბურთელს კლუბის დატოვების შესაძლებლობას მისცემს.
შეგახსენებთ, რომ ლიგა 2-ის გასულ სეზონში ზურიკო დავითაშვილი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ქართველი შემტევი „სენტ-ეტიენში“ 2024 წლიდან თამაშობდა და კლუბის მაისურით ჩატარებულ 67 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.