ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი
Aa
Aa

„კვარა მუნდიალს დაამშვენებდა“ - სიომინი სინანულს ვერ მალავს

მოსკოვის „ლოკომოტივში“ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა, იური სიომინმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელია არ თამაშობს.

რას ამბობს სიომინი:

„ამ მსოფლიო ჩემპიონატს ხვიჩა კვარაცხელია აკლია. ის მუნდიალს საქართველოს ნაკრებში თავისი თამაშით ძალიან დაამშვენებდა. ყოველთვის გინდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიოს ყველა უძლიერესმა ფეხბურთელმა ითამაშოს. ხვიჩა კი ახლა სწორედ ასეთია“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხა და თავის შესარჩევ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ხვიჩა კვარაცხელია, პსჟ-ს შემადგენლობაში 2025/26 წლების სეზონში საფრანგეთის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ასევე, ქართველი შემტევი ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. 25 წლის ვინგერი „ოქროს ბურთის“ ერთ-ერთ პრეტენდენტად ითვლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“არ გამიკვირდება უზბეკეთს თუ ჰეთ-თრიკს შეუსრულებს“ - ოუენი რონალდუზე
“არ გამიკვირდება უზბეკეთს თუ ჰეთ-თრიკს შეუსრულებს“ - ოუენი რონალდუზე