კიოლნის დაცვის ლიდერი | ლოჩოშვილი თავის გუნდში საუკეთესო იყო
გერმანიის ბუნდესლიგის მე-7 ტურში „კიოლნისა“ და „შალკეს“ დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა. „თხებისთვის“ მიმდინარე სეზონში პირველი მატჩია, როცა გოლი არ გაუშვეს.
ტრადიციულად, „კიოლნის“ ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა მატჩი სასტარტო თერთმეტეულში დაიწყო, კუნთის დაჭიმულობის გამო 90-ე წუთზე შეცვალეს.
Sofascore-მა ლოჩოშვილს „კიოლნის“ შემადგენლობაში ყველაზე მაღალი შეფასება — 8,0 დაუწერა. ანალოგიურად, Whoscored-ის ვერსიით მასპინძელთა შორის ლუკა საუკეთესო იყო - 7,81. Flashscore-ის შეფასებით, ქართველი მცველი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა - 8,3.
ლუკა ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში საკლუბო დონეზე მე-8 მატჩი ჩაატარა და ყვითელი ბარათი პირველად დღეს „შალკესთან'' მიიღო.
ლოჩოშვილი „შალკეს“ წინააღმდეგ
ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ლუკა ერთ მომენტში შეცდა, როცა ტანაკა ეფექტურად გასცდა.
ლუკამ 7 ორთაბრძოლიდან 6 მოიგო, საჰაერო ორთაბრძოლებში 9-დან 7-ში გაიმარჯვა.
ვითარების განმუხტვა და ბურთის ამოტანა 7-ჯერ შეძლო. ბურთი 5-ჯერ დაიბრუნა, ერთხელ კი მეტოქის გადაცემა ჩაჭრა. 4 ვარდნიდან 2 წარმატებული იყო. მეტოქის ნახევარზე ლუკამ 30 პასი შეასრულა, საიდანაც 28 ზუსტი იყო. საკუთარ ნახევარზე შესრულებული 65 პასიდან 61 ზუსტი აღმოჩნდა. 4 შორეული პასიდან 3 ზუსტი იყო.
18-გუნდიან ბუნდესლიგაში „კიოლნმა'' შვიდ მატჩში 8 ქულა დააგროვა, ამ მომენტისთვის მე-11 ადგილზეა. მე-8 ტურში, პირველ ნოემბერს მე-17 ადგილზე მყოფ ბერლინის „უნიონს'' ესტუმრება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს