„სხვები არ მაინტერესებს“ - რონალდუ მესიზე დასმული კითხვებით გააღიზიანეს
კრიშტიანუ რონალდუმ უზბეკეთთან გამარჯვების (5:0) შემდეგ, პრესასთან ისაუბრა და აქტუალურ კითხვებზე პასუხები გასცა, თუმცა იყო უსიამოვნო მომენტიც.
მატჩის შემდეგ, მიქს-ზონაში მყოფმა კრიშტიანუმ უარი თქვა მოესმინა ჟურნალისტისთვის, რომელიც ლიონელ მესის შესახებ კითხვის დასმას აპირებდა.
ჟურნალისტმა საუბარი არგენტინელის გოლებით დაიწყო, რის შემდეგაც რონალდუ მაშინვე შებრუნდა, ხელი აიქნია, კორესპონდენტს სიტყვა შეაწყვეტინა და განაცხადა, რომ მზად იყო შემდეგი კითხვის მოსასმენად.
"SE NÃO, NÃO TE RESPONDO!" ???????????? IH... CR7 não gostou muito de receber pergunta sobre o Messi depois de marcar dois gols por Portugal na Copa do Mundo. #TNTSports2026 pic.twitter.com/SbRC6Tfeoa
— TNT Sports BR (@TNTSportsBR) June 23, 2026
მიქს-ზონის დატოვების შემდეგ, რონალდუმ ჟურნალისტს მიაძახა: „სხვები არ მაინტერესებს. მბაპეც იტანს, ჰოლანდიც...“
????️ Journaliste : « Lionel Messi a mis un triplé hier… »
— Instant Foot ⚽️ (@lnstantFoot) June 23, 2026
???????? Cristiano Ronaldo : « J’en ai rien à faire des autres…
Kylian Mbappé a aussi mis un but. »
CR7 a ensuite quitté la zone-mixte après la tentative de ce journaliste. pic.twitter.com/bsGsQovDtT
პრესა რა თქმა უნდა, ცდილობს, რომ ტემპერატურა კიდევ უფრო მაღლა ასწიოს, რადგან არის შანსი, თუ პორტუგალია არგენტინის მსგავსად თავის ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს, 1/4-ფინალამდე მისვლის შემთხვევაში არგენტინა-პორტუგალიის ნანატრ დაპირისპირებას ვიხილავთ.