ლიონელ მესი, დიეგო მარადონა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პელე
Aa
Aa

იბრაჰიმოვიჩი: “მესი მარადონაზე და პელეზე მაღლა დგას“

მიმდინარე მუნდიალზე ლიონელ მესი საოცრად თამაშობს და მას უამრავი ადამიანი აქებს. თავისი მოსაზრება ლეგენდარულმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც დააფიქსირა, რომელიც გამოცემა Fox Sports ესაუბრა.

ზლატანი:

„არაფერია საკამათო. როდესაც მსოფლიო ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ხდები, იგებ მუნდიალს, წლების განმავლობაში დომინირებ მსოფლიო ფეხბურთში და 38 წლის ასაკშიც გადამწყვეტ როლს ასრულებ, კიდევ რა უნდა დაამტკიცო?

წლები გადის და ადამიანები კვლავ ცდილობენ მის სხვებთან შედარებას, მაგრამ ჩემთვის ის ცალკე კატეგორიაშია. პელე, დიეგო მარადონა და იოჰან კრუიფი საოცარი ფეხბურთელები იყვნენ, თუმცა თუ სტატისტიკას, კარიერის ხანგრძლივობასა და მოგებულ ტიტულებს შევხედავთ, მესი სრულიად განსაკუთრებულ დონეზე დგას. ლეო მათზე მაღლა დგას.“

შეგახსენებთ, რომ ავსტრიასთან გატანილი გოლების შემდეგ, ლიონელ მესი მუნდიალების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

რაც შეეხება ალბისელესტეს, სკალონის გუნდმა 2 მოგებით პლეი-ოფის საგზური გაინაღდა. დასკვნით ტურში არგენტინის ნაკრები იორდანიას დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 28 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 06:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალვარესი: “ეს დონე უნდა შევინარჩუნოთ“
ალვარესი: “ეს დონე უნდა შევინარჩუნოთ“