კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, არგენტინის საფეხბურთო ნაკრები, პორტუგალიის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„ეს შესანიშნავი იქნებოდა“ - რონალდუ არგენტინასთან შესაძლო შეხვედრაზე

უზბეკეთთან მატჩის შემდეგ, რონალდუმ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიისა და არგენტინის ნაკრებების შესაძლო დაპირისპირების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

„არ ვიცი რა გიპასუხოთ, ამ კითხვას აზრი არ აქვს. ეს შესანიშნავი იქნებოდა, მაგრამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება და ჯგუფიდან გასვლა, რათა შემდეგი ეტაპისთვის მზად ვყოფილიყავით. კოლუმბიასთან რთული მატჩი გველის, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო წინსვლა და ჩვენ ეს გავაკეთეთ. მე გუნდს დავეხმარე, ძალიან კარგად ვითამაშეთ და წინ მივდივართ“,

- თქვა რონალდუმ.

გარდა ამისა, კრიშტიანუმ კრიტიკასა და მის მიმართ თავის დამოკიდებულებაზე დასმულ კითხვებსაც უპასუხა.

„ჩვენ გავუმჯობესდით. ცხოვრება ასეთია - არის სირთულეები, მატჩებშიც. ჩვენ ყოველთვის გვინდა უკეთესები გავხდეთ. კვირა რთული იყო, საზოგადოებრივი აზრი ჩემსა და მწვრთნელის მიმართ უკიდურესად მკაცრი იყო, მაგრამ მე ამ პროფესიაში უკვე 23 წელია ვარ. როცა ყველაფერი კარგადაა - ამბობენ: „კრიშტიანუ ფორმაშია“. როცა ცუდადაა - „ის მოხუცია, პენსიონერია“.

მე ყოველთვის ვბრუნდები ხოლმე. ადრე თუ გვიან იქ აღმოვჩნდები, სადაც უნდა ვიყო. ძალიან მჯერა იმის, რასაც ვაკეთებ. ჩემი კარიერა ყოველთვის ასეთი იყო. მე ბედნიერი ვარ. მთავარია - გუნდი და ჩვენი ერთიანობა. წინ მივდივართ“,

- განაცხადა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ არის შანსი, თუ პორტუგალია არგენტინის მსგავსად თავის ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს, ერთ ბადეში მოხვდებიან და 1/4-ფინალამდე მისვლის შემთხვევაში არგენტინა-პორტუგალიის ნანატრ დაპირისპირებასაც ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები