ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, შონ ომალი, ტიმ უელჩი
Aa
Aa

„ასე რომ გაეკეთებინა, ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვებდა“ - ომალის მწვრთნელის ანალიზი

შონ ომალის მწვრთნელმა, ტიმ უელჩმა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლა განიხილა და დაასახელა მიზეზები, თუ რატომ გაიმარჯვა ამ ბრძოლაში ამერიკელმა მებრძოლმა.

ტიმ უელჩი ამბობს:

„საკვანძო მომენტი იყო, როდესაც ილიამ ღვიძლში ძლიერად დაარტყა და ჯასტინი დაეცა, თოფურია კი მას მიჰყვა. ამან კი ჯასტინს მისცა დრო, რომ კორპუსში მიღებული ამ დარტყმის შემდეგ ძალები აღედგინა“.

„როდესაც ღვიძლში ძლიერ დარტყმას იღებ, ეს მართლაც გართმევს განძრევის საშუალებას და გათიშვის დიდი საფრთხე გაქვს. ილიას ზემოდან უნდა დაეწყო დარტყმები. დასდგომოდა ზემოდან, შემოევლო და დაებომბა. ასე რომ გაეკეთებინა, ვფიქრობ, ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვებდა“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაკარგა. მიღებული დაზიანებების შემდეგ ქართველი მებრძოლი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს და რამდენიმე საათის წინ გაწერეს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ათლეტურმა კომისიამ ილიას ბრძოლის გამართვა მინიმუმ 6 თვით აუკრძალა, 60 დღის განმავლობაში კი კონტაქტური ვარჯიშის ჩატარებასაც ვერ შეძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამის შემდეგ ძალიან იღლებოდა... ეს სპეციალურად გავაკეთეთ“ - გეიჯის მწვრთნელი
„ამის შემდეგ ძალიან იღლებოდა... ეს სპეციალურად გავაკეთეთ“ - გეიჯის მწვრთნელი