ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„ამის შემდეგ ძალიან იღლებოდა... ეს სპეციალურად გავაკეთეთ“ - გეიჯის მწვრთნელი

ჯასტინ გეიჯის მწვრთნელმა, ტრევორ უიტმანმა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ ილია თოფურიას გრეპლინგში შეტყუება უნდოდათ, რათა წინა ბრძოლების განხილვის შედეგად გამოიკვეთა, რომ ქართველი მებრძოლი ამ კომპონენტში მალე იღლებოდა.

რას ამბობს უიტმანი

„ილიას ბევრ ბრძოლას ვუყურე და დავინახე, რომ გრეპლინგის შემდეგ ის ძალიან იღლებოდა“.

„როდესაც ბრძოლებში ფეხზე დგებოდა, ძალიან დუნდებოდა და ფეხები უმძიმდებოდა. აღარ აკეთებდა ცრუ მოძრაობებს, აღარ მოძრაობდა ფეხის წვერებზე და კარგავდა სისწრაფესა და ათლეტურობას. მისი მოძრაობები უფრო და უფრო მძიმე ხდებოდა და ისე დადიოდა, თითქოს ქვიშაში იყო“.

„სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ ასეთი სტრატეგია და საბედნიეროდ, გაამართლა“.

ამ კომენტარამდე რამდენიმე დღით ადრე, უიტმანმა განაცხადა, რომ თოფურიას მხრიდან ბრძოლის გადაყვანა შეცდომა იყო და როგორც ჩანს, სწორედ ამას გულისხმობდა ჯასტინ გეიჯის მწვრთნელი.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაკარგა. მიღებული დაზიანებების შემდეგ ქართველი მებრძოლი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს და რამდენიმე საათის წინ გაწერეს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ათლეტურმა კომისიამ ილიას ბრძოლის გამართვა მინიმუმ 6 თვით აუკრძალა, 60 დღის განმავლობაში კი კონტაქტური ვარჯიშის ჩატარებასაც ვერ შეძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიას რეალური პრობლემა ეს იყო...“ - სონენმა თოფურიაზე ვრცლად ისაუბრა
„ილიას რეალური პრობლემა ეს იყო...“ - სონენმა თოფურიაზე ვრცლად ისაუბრა