რონალდუს დუბლი და დაწერილი ისტორია - პორტუგალიამ უზბეკეთი გაანადგურა
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში პორტუგალია უზბეკეთს დაუპირისპირდა და 5:0 გაანადგურა.
ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი კრიშტიანუ რონალდუმ შეასრულა, რომელმაც დუბლი მიითვალა და ახალი რეკორდი დაამყარა.
41 წლის თავდამსხმელი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ 6 მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა.
რონალდუს გარდა უზბეკეთის ნაკრების კარში გოლები ნუნუ მენდეშმა და რაფაელ ლეაუმ გაიტანეს. ერთი ბურთი კი საკუთარ კარში ნემატოვმა ჩაჭრა.
ცნობისთვის, რონალდუს მუნდიალებზე 10 გატანილი გოლი დაუგროვდა და პორტუგალიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა(მსოფლიო ჩემპიონატზე).
მესამე ტურში რობერტო მარტინესის გუნდი კოლუმბიას დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 28 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 03:30-დან დაიწყება.