მარტინესი: “„ეს სწორედ ის რეაქცია იყო, რომელსაც გასახდელში ველოდით“
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში პორტუგალია უზბეკეთს დაუპირისპირდა და 5:0 გაანადგურა.
მატჩის დასრულების შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა კომენტარი გააკეთა.
მარტინესი:
„ეს სწორედ ის რეაქცია იყო, რომელსაც გასახდელში ველოდით. ზოგჯერ ტურნირზე წინსვლისთვის აუცილებელია ისეთი მატჩი, როგორიც პირველი შეხვედრა იყო. სწორედ ასეთი თამაშები გეხმარება განვითარებაში.
დღეს ვიხილეთ გუნდი, რომელსაც იგივე მონდომება, დამოკიდებულება და თავდადება ჰქონდა, მაგრამ გაცილებით მეტი სიმწიფეც ეტყობოდა, რადგან ეს უკვე გახსნითი მატჩი აღარ იყო. შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ.“
შეგახსენებთ, რომ რონალდუმ უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ დუბლი შეასრულა. კრიშტიანუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 6 მსოფლიო ჩემპიონატზე შეძლო გოლის გატანა.
ცნობისთვის, რონალდუს მუნდიალებზე 10 გატანილი გოლი დაუგროვდა და პორტუგალიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა(მსოფლიო ჩემპიონატზე).
მესამე ტურში რობერტო მარტინესის გუნდი კოლუმბიას დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 28 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 03:30-დან დაიწყება.