რონალდუ: “ყოველ ცუდ მოვლენას თავისი დადებითი მხარეც აქვს“
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში პორტუგალია უზბეკეთს დაუპირისპირდა და 5:0 გაანადგურა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ლეგენდარულმა კრიშტიანუ რონალდუმ კომენტარი გააკეთა.
რონალდუ:
„ძალიან ბედნიერი ვარ. თუმცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი შრომა და ის თავდაჯერებულობაა, რომელიც გუნდმა გამოავლინა. გუნდმა მართლაც ძალიან კარგად ითამაშა და საგრძნობლად მოუმატა.
როგორც ამბობენ, ყოველ ცუდ მოვლენას თავისი დადებითი მხარეც აქვს. რა თქმა უნდა, პირადად ჩემთვის რეკორდები ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი ყოველთვის ეროვნული ნაკრების დახმარება და მისი მიზნების მიღწევაა.“
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ დუბლი შეასრულა. კრიშტიანუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 6 მსოფლიო ჩემპიონატზე შეძლო გოლის გატანა.
ცნობისთვის, რონალდუს მუნდიალებზე 10 გატანილი გოლი დაუგროვდა და პორტუგალიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა(მსოფლიო ჩემპიონატზე).
მესამე ტურში რობერტო მარტინესის გუნდი კოლუმბიას დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 28 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 03:30-დან დაიწყება.