თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 25 ქულა - ბარსამ უპირატესობა დაკარგა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური სერიის საწყისი ორი გასვლითი მატჩიდან „ბარსელონამ“ ერთი მოიგო, რითაც მოედნის უპირატესობა მოიპოვა, თუმცა კატალონიელებმა „ვალენსიასთან“ ზედიზედ მეორედ წააგეს, სერიაში 1:2 ჩამორჩნენ და ეს უპირატესობა ისევ მოწინააღმდეგეს გადაულოცეს.

დღეს ჩატარებულ ფინალის მესამე მატჩში „ბარსა“ საკუთარ დარბაზში 8-ქულიანი სხვაობით, 80:88 დამარცხდა, თუმცა ამაში ყველაზე ნაკლები ბრალი თორნიკე შენგელიას მიუძღვის, რომელსაც ბრწყინვალე თამაში ჰქონდა და თანაგუნდელებს შორის საუკეთესო იყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე გატარებულ 34 წუთში 25 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. თოკომ ორიდან ერთი სამქულიანი, თერთმეტიდან ცხრა ორქულიანი და შვიდიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო. ექვსიდან ხუთი მოხსნა დაცვაში შეასრულა, ბურთი არ დაუკარგავს და ოთხი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ცნობისათვის, ფინალური სერიის რიგით მეოთხე შეხვედრას 24 ივნისს ისევ კატალონიის დედაქალაქი უმასპინძლებს და თუ „ვალენსია“ მოიგებს, ესპანეთის ჩემპიონი გახდება. „ბარსას“ წარმატების შემთხვევაში კი, სეზონის ტრიუმფატორის გამოსავლენად მეხუთე თამაში გახდება საჭირო, რომელსაც თორნიკე შენგელია და მისი თანაგუნდელები სტუმრად ჩაატარებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
10-მილიონიანი ბიუჯეტის იმედად - მონაკო გაკოტრებას გადაურჩა
10-მილიონიანი ბიუჯეტის იმედად - მონაკო გაკოტრებას გადაურჩა