ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

სახლს ილიაზე დავდებდი | სენ-პიერი გეიჯი - ილიას ბრძოლაზე

MMA-ს ლეგენდარულმა მებრძოლმა ჟორჟ სენ-პიერმა იუთუბის არხ TheBreakTalk-ში სტუმრობისას ჯასტინ გეიჯისა და ილია თოფურიას ბრძოლაზე ისაუბრა.

ინტერვიუერი: ცოტათი გაგაკვირვათ ამ ბრძოლის შედეგმა?

სენ-პიერი: სიმართლე გითხრათ, ცოტათი გამიკვირდა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ გეიჯი საოცარი მებრძოლია, ასე რომ გამიკვირდა, თუმცა ამავდროულად – არა. გამიკვირდა იმ კუთხით, რომ დიახ, რა თქმა უნდა, ყველა პროგნოზი ილიას სასარგებლოდ იყო და ფსონის დადება, მაგალითად, ჩემი სახლის ჩამოსვლა რომ გეთხოვათ, ალბათ ილიაზე დავდებდი, რადგან...

ინტერვიუერი: ჩვენ გვყავს მეგობარი, რომელიც ფსონის დასადებად ბინის იპოთეკაში ჩადებას აპირებდა.

სენ-პიერი: ხო, ხო, მაგრამ არ მიკვირს, რადგან გეიჯის ბრძოლის დროს რთული სიტუაციებიდან დაბრუნების დიდი ისტორია აქვს. ჩვენ ეს არაერთხელ გვინახავს: როცა მას ძლიერად გაარტყამენ და მეტოქე მის „დაფინიშებას'' ცდილობს, ის მაინც ბრუნდება და იგებს ბრძოლას. ის რაღაცნაირად ჰგავს ნიკ დიასს, რომელიც თავის საუკეთესო წლებში ზუსტად იგივეს აკეთებდა, ასე რომ, მას ეს თვისება აქვს. გარდა ამისა, მას დიდი ძალაც აქვს და შეუძლია ბრძოლა ერთი დარტყმით დაასრულოს. ასე რომ, გამიკვირდა, მაგრამ გარკვეულწილად არა, რადგან ვიცოდი – თუ ვინმეს შეეძლო ამის გაკეთება, ეს ის არის.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაკარგა. მიღებული დაზიანებების შემდეგ ქართველი მებრძოლი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს და გაწერეს. ცნობილი გახდა, რომ ათლეტურმა კომისიამ ილიას ბრძოლის გამართვა მინიმუმ 6 თვით აუკრძალა, 60 დღის განმავლობაში კი კონტაქტური ვარჯიშის ჩატარებას ვერ შეძლებს.

გასულ თვეში, ილია თოფურიამ, უპასუხა კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურება ორგანიზაციის ისტორიაში TOP 5 მებრძოლის სია მისი აზრით: „ყველა დროის უდიდესები არიან: ჯონ ჯონსი, ჯორჯ სენ-პიერი, კონორ მაკგრეგორი და ანდერსონ სილვა. ეს მარტივია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები