იან გარი: მახაჩევს თავს კანვასზე მივუჭეჭყავ და ტიტულს წავართმევ
ისლამ მახაჩევთან დაპირისპირებაში იენ მაჩადო გარი გეგმავს არა უბრალოდ დაამარცხოს დაღესტნელი, არამედ ამის გაკეთებას დომინანტური სტილით აპირებს და UFC-ის მოქმედი ჩემპიონის ქვესაშუალო წონაში მისსავე სტიქიაში განადგურებას უმიზნებს.
„არ ვფიქრობ, რომ ისლამს ბევრი სუსტი მხარე აქვს, მაგრამ ის არასდროს შეხვედრია ჩემნაირ მაღალ მებრძოლს. ის არასდროს შეხვედრია ჩემნაირ სწრაფ მებრძოლს. ის არასდროს შეხვედრია მებრძოლს, რომელიც ასე კარგად აკონტროლებს დისტანციას, აქვს მაღალი დონის კრივის უნარები და შეუძლია თავის კარგად მოძრაობა. და არ უნდა დაგვავიწყდეს თეიქდაუნებისგან ჩემი დაცვა.
შესაძლოა, მან შეძლოს ჩემი ძირს გადაყვანა. ვიმედოვნებ, ის ამას გააკეთებს, რადგან მინდა დავუმტკიცო მსოფლიოს, რომ ის ვერ შეძლებს ჩემს დასაბმითებას პარტერში. მინდა დავუმტკიცო მსოფლიოს, რომ შევძლებ ფეხზე წამოდგომას. მინდა დავუმტკიცო მსოფლიოს, რომ შემიძლია მისი დამარცხება მისსავე სამყაროში.
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ხანს ვარჯიშობს ის ამაში და აქვს თუ არა მას სამბოში საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის წოდება. მე ვაპირებ მისი თავის კანვასზე მიჭეჭყვას და მისი ტიტულის წართმევას. მე წავართმევ მას ტახტს, შევწყვეტ მის სარეკორდო მოგებათა სერიას და სამუდამოდ დავრჩები იმ ბიჭად, რომელმაც მას ისტორიაში შესვლის საშუალება არ მისცა“,
- განაცხადა ირლანდიელმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.
ამ კვირაში ქვესაშუალო წონის სატიტულო ბრძოლა UFC 330 ტურნირის მთავარ მოვლენად გამოცხადდა, რომელიც 15 აგვისტოს ფილადელფიაში გაიმართება.