რონალდინიო
Aa
Aa

რონალდინიო ფეხბურთს დაუბრუნდა - გაუჩოს ახალი კლუბი ცნობილია

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო გაუჩო ფეხბურთს 46 წლის ასაკში დაუბრუნდა. 23 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მაიამიში ვეტერანი ბრაზილიელი ვარსკვლავი იტალიის სერია C-ს კლუბის „რავენას“ მილიარდერ პრეზიდენტს ინიაცო ჩიპრიანის შეხვდება და კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა.

რონალდინიო

ახალი საფეხბურთო ფერები და იგივე ღიმილი ჩემს სახეზე. მოუთმენლად ველოდები როდის ვიცეკვებ ისევ ბურთთან ერთად და დავწერ კიდევ ერთ ლამაზ ისტორიას ინიაცო ჩიპრიანის საფეხბურთო ოჯახთან ერთად. ფეხბურთი ჩემთვის ყოველთვის დიდი ბედნიერება იყო და მოხარული ვიქნები, თუ „რავენას“ გულშემატკივრებსაც ბედნიერებას ვაჩუქებ.

ცნობისათვის, როგორც ჩიპრიანიმ განაცხადა, წინასწარი შეთანხმების მიხედვით რონალდინიო „რავენას“ ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად არ ითამაშებს და მოედანზე ის ძირითადად ამხანაგურ მატჩებში გამოჩნდება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებში ჩაატარებენ და გაუჩოს მეშვეობით, კომერციული ხასიათის სარგებლის მიღებას შეეცდებიან.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფეხბურთში ისინი მეცნიერები არიან“ - კაფუს ყველა დროის კვარტეტი
„ფეხბურთში ისინი მეცნიერები არიან“ - კაფუს ყველა დროის კვარტეტი