„ორჯერ დანებდა, პიმბლეტს ეჩხუბოს“ | გეიჯი თოფურიასთვის რემატჩის მიცემას არ აპირებს
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ახალი ჩემპიონი, ჯასტინ გეიჯი ჯო როგანის პოდკასტის სტუმარი იყო. გეიჯიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ილია თოფურიასთვის დაუყოვნებლივი რემატჩის მიცემას არ აპირებს.
„ვერ ვიტყვი, რომ ჩემი მომდევნო მეტოქის სახელი უკვე შერჩეული მაქვს. ილია თოფურია რემატჩს ვერ მიიღებს. შეუძლია, ეს სცადოს, მაგრამ რემატჩს ვერ მიიღებს. სკამზე დანებდა. ორჯერ დანებდა. ორჯერ დავაფინიშე და მეტი რა უნდა გავაკეთო? მესამე რაუნდის შემდეგ უნდოდა დანებება. ყველამ იცის, რომ როგორც მებრძოლმა, არასდროს უნდა თქვა, რომ ვერ ხედავ, რადგან ეს ჩხუბის დასრულებას ნიშნავს. იმედი ჰქონდა, რომ ამის თქმის შემდეგ საჩხუბრად აღარ გამოუშვებდნენ.
მისი მომდევნო გამოწვევა მე ვერ ვიქნები. პედი პიმბლეტს ან ვინმე სხვას უნდა ეჩხუბოს. პიმბლეტი ბენუა სენ დენის ხვდება და რთული ორთაბრძოლა ელოდება. MMA სრული სიგიჟეა.“
შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და გეიჯის ჩხუბი UFC Freedom 250-ის მთავარი მოვლენა გახლდათ და ჯასტინმა მეოთხე რაუნდის ბოლოს მოპოვებული ტექნიკური ნოკაუტით მოიგო. რაუნდებს შორის შესვენებისას ილიას კუთხემ ოქტაგონზე პირსახოცი გადმოაგდო, რაც ბრძოლის შეწყვეტის ნიშანია.