პირზე ხელის აფარებისთვის გააძევეს - ახალი წესი პირველად გამოიყენეს
მსოფლიო ჩემპიონატზე D ჯგუფის შეხვედრაში ახალი წესის პირველად გამოყენება დაფიქსირდა, რასაც პრესაში დიდი ხმაური მოჰყვა. თურქეთისა და პარაგვაის მატჩის პირველ ნახევარში მთავარმა არბიტრმა მიგელ ალმირონი მოედნიდან გააძევა და ეს საუბრის დროს პირზე ხელის მიფარების გამო მოხდა.
მუნდიალის დაწყებამდე, FIFA-მ წესებში ცვლილებები შეიტანა. ერთ-ერთი ასეთი ცვლილება სწორედ ეს გახლდათ - ფეხბურთელებს ამიერიდან აღარ აქვთ უფლება, რომ საუბრის დროს პირზე ხელი აიფარონ და თავიანთი ნათქვამი მსაჯებსა და კამერებს დაუმალონ. წესებში პირდაპირ წერია, რომ ასეთი ქმედება წითელი ბარათით ისჯება.
პირველი ტაიმის მიწურულს, ერთ-ერთი ჯარიმის დროს ფეხბურთელებს შორის მცირე კამათი წარმოიშვა. თურქმა ფეხბურთელებმა მთავარ არბიტრს ივან ბარტონს ვიდეო რეფერის გამოყენებისკენ მოუწოდეს. VAR-მა არბიტრი მონიტორთან იხმო, რის შემდეგაც ალმირონი მოედნიდან გააძევეს.
ამ წესის გამოყენება პირველად დაფიქსირდა. ფეხბურთელებს სიახლესთან შეგუება მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ალმირონის ბედს გაიზიარებენ.