ზლატან იბრაჰიმოვიჩი
Aa
Aa

„თუ არ გჯეროდათ, ახლა დაიჯერეთ“ - ზლატანის უცნაური ფავორიტი

სხვა ცნობილი ვეტერანი საფეხბურთო ვარსკვლავების მსგავსად, ზლატან იბრაჰიმოვიჩიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებს ადევნებს თვალყურს. ლეგენდარული შვედი თამაშების შუალედში სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებსაც აძლევს ინტერვიუებს და როდესაც ჰკითხეს, თუ ვის მიიჩნევს ჩემპიონობის ფავორიტად, იბრაჰიმოვიჩმა ცოტა არ იყოს უცნაური პასუხი გასცა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონობა სრულიად რეალურია და თუ აქამდე ამის არ გჯეროდათ, დროა დაიჯეროთ. ისინი მშობლიურ მიწაზე ასპარეზობენ და ამხელა ქვეყანას უჭერთ მხარს, რაც საოცარი შეგრძნებაა და მეტოქეებს წარმატების მიღწევის მიზერულ შანსებს უტოვებს. ავსტრალიასთანაც „იანკებმა“ არაჩვეულებრივი თამაში აჩვენეს, თუმცა ეს საზომი არ არის და მწვანე კონტინენტის წარმომადგენლები სერიოზულ საფრთხეს მგონი არავისთვის წარმოადგენენ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელებმა პირველ ტურში პარაგვაის (4:1), მეორეში კი ავსტრალიის (2:0) ნაკრებს აჯობეს და მეთექვსმეტედფინალში ასპარეზობის უფლება ნაადრევად გაინაღდეს. რაც შეეხება ზლატან იბრაჰიმოვიჩს, მისთვის ამერიკული ფეხბურთი უცხო ნამდვილად არ არის, რადგან კარიერის ბოლოს „ლოს-ანჯელეს გალაქსიში“ გამოდიოდა და ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავი იყო, რომელმაც აშშ-ში სოკერის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აშშ-ის ზედიზედ მეორე გამარჯვება | პოჩეტინოს გუნდი მუნდიალის 1/16-ფინალშია
აშშ-ის ზედიზედ მეორე გამარჯვება | პოჩეტინოს გუნდი მუნდიალის 1/16-ფინალშია