გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

„ლივერპულმა გარიგება ბოლო ეტაპზე ჩაშალა“ - ალისონი იუვენტუსში გამოირიცხა

გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა და ინსაიდერმა, ფაბრიციო რომანომ თავის იუთუბ-არხზე ლაივსტრიმის დროს განაცხადა, რომ ალისონ ბეკერის „ლივერპულიდან“ „იუვენტუსში“ ტრანსფერი გადაწყვეტილი იყო და მხარეებს შორის შეთანხმებაც არსებობდა, თუმცა მერსისაუდულმა კლუბმა ტრანსფერი ბოლო ეტაპზე ჩაშალა.

რას ამბობს რომანო:

„მეკარე, რომელიც „იუვენტუსმა“ 2026/27 წლების სეზონისთვის შეარჩია, ცალსახად ალისონი იყო. ტურინელებს ფეხბურთელთან შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეული ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ „ლივერპულმა“ მისი სატრანსფერო ბაზრიდან მოხსნა გადაწყვიტა“.

„ამან გარკვეულწილად გაოგნებული დატოვა არა მხოლოდ „იუვენტუსი“, არამედ თავად ლუჩანო სპალეტიც, რომელიც ბრაზილიელის მომავალთან დაკავშირებით გარანტიებს ელოდა — გარანტიებს, რომლებიც საბოლოოდ ყველაფერი აღმოჩნდა, გარანტიების გარდა“.

„ასე რომ, ახლა „იუვენტუსს“ მოუწევს სიტუაციის გადაფასება და ალტერნატიული ვარიანტების განხილვა.“

უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ალისონ ბეკერი მინიმუმ ერთი სეზონი კვლავ „ლივერპულში“ ითამაშებს, თუმცა მედიაში იწერება, რომ გუნდში ანდონი ირაოლას მისვლის შემდეგ, მამარდაშვილს შესაძლოა, იმაზე მეტი შანსი ჰქონდეს, ვიდრე გასულ სეზონში, არნე სლოტის მწვრთნელობის დროს მიეცა. ქართველი მეკარე შემადგნელობაში მხოლოდ ალისონის ტრავმის შემდეგ მოგვევლინა, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ მამარდაშვილის თამაში მხოლოდ ბრაზილიელის ტრავმაზე აღარ იქნება დამოკიდებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ცუდ შედეგებში დამნაშავე მარტო ის არ ყოფილა, მაგრამ“ - ვინ უნდა დაიცვას ლივერპულის კარი მომავალ სეზონში
„ცუდ შედეგებში დამნაშავე მარტო ის არ ყოფილა, მაგრამ“ - ვინ უნდა დაიცვას ლივერპულის კარი მომავალ სეზონში