ლევან ჩოხელი
Aa
Aa

22 წამში გაანადგურა | ჩოხელის ბრწყინვალე დებიუტი UFC-ში

UFC-ში ლევან ჩოხელის დებიუტი შედგა. ქვესაშუალო წონის (77 კგ) დივიზიონში 29 წლის ქართველმა მებრძოლმა სომეხი ლეონ შაჰბაზიანი 22 წამში გათიშა, დიდებული ნოკაუტით გაიმარჯვა. 

ლევანმა შაჰბაზიანს ფეხში ორი მძიმე დარტყმა მიაყენა, კუთხეში მიამწყვდია და ძლიერი დარტყმების სერია დაუშინა. შაჰბაზიანმა წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია, ძირს დაეცა და გაითიშა.

ჩოხელს პროფესიონალურ MMA-ში 18 ბრძოლიდან 15 გამარჯვება აქვს, რომელთაგან 12 ნოკაუტით მოიპოვა. 12 ნოკაუტიდან 8 პირველივე რაუნდში შეასრულა.

UFC-მდე ის წარმატებით ასპარეზობდა Bellator-ში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ორგანიზაციად მიიჩნევა. რაც შეეხება შაჰბაზიანს, მან 17 ბრძოლიდან 12 მოიგო და 5 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები