გავი, ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

გავი: პორტუგალიას ჩვენი კრიტიკის ნახევარიც არ შეხვედრია, თუმცა ამას ველოდი

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა გავიმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სტარტის შემდეგ გუნდის კრიტიკაზე ისაუბრა.

გავიმ, რომელიც კაბო-ვერდესთან მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო, განაცხადა, რომ ელოდა კრიტიკას გუნდისა და პირადად საკუთარი მისამართით.

„სიმართლე გითხრათ, ამას უკვე ველოდი. ჩემი დებიუტის დღიდან ყოველთვის მესმის კრიტიკა და, გულწრფელად რომ ვთქვა, ამის გამო ხელები არასდროს ჩამომიყრია. არ ვამბობ, რომ ეს მომწონს, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად მაძლევს მოტივაციას. მე ამას ფეხბურთის ნორმალურ ნაწილად აღვიქვამ. საბოლოო ჯამში, როცა ყურადღების ცენტრში ხარ და ყველა გაკვირდება, ეს შეიძლება როგორც კარგი, ისე ცუდი მიმართულებით ხდებოდეს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იმ მატჩში მთელმა გუნდმა ცუდად ითამაშა. შესაძლოა, მე სხვებზე მეტი კრიტიკა მივიღე, და ეს გასაგებია. ხალხს წარმოდგენა არ აქვს ფეხბურთზე, ბევრს არ ესმის, რომ ფეხბურთი სწორედ ასეა მოწყობილი. ისინი წვრილმანებზე კონცენტრირდებიან, ასისტებზე, გოლებზე... ჩემთვის ფეხბურთი ბევრად მეტია. თუმცა ყველა ისე ხედავს, როგორც თავად სურს.

ფერანის გოლი იმ მატჩში რომ ჩაეთვალათ და მოგვეგო, ამაზე ამდენს არ ისაუბრებდნენ“,

- განაცხადა გავიმ RAC1-ის ეთერში.

გავიმ ასევე შეადარა ესპანეთის ფრეზე რეაქცია პორტუგალიის შედეგისადმი დამოკიდებულებას.

„ეს არ იყო მარტივი, რადგან მეტოქეს ხუთი მცველისგან შემდგარი ხაზი ჰყავდა, ჩვენ კი პასებით ცუდად ვთამაშობდით, ყველაფერი ზედმეტად გადაჭარბებული იყო.

მაგრამ, მაგალითად, პორტუგალიამ კონგოსთან ფრე ითამაშა და ასე ვიტყვი: მათ იმ კრიტიკის ნახევარიც კი არ მიუღიათ, რაც ჩვენ მივიღეთ. მაგრამ, როგორც ვამბობ, ეს ნორმალურია, ყოველ შემთხვევაში მე ამას ნორმად აღვიქვამ.

მე ამას უკვე ველოდი, რადგან საბოლოო ჯამში, როცა ყურადღების ცენტრში ხარ, ყველა შენ და გუნდს გაკვირდებათ“,

- დასძინა გავიმ.

ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში (20:00) ესპანეთი საუდის არაბეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები