„ჩვენთან მიმართებით დასკვნების გამოტანას ჩქარობთ“ - იამალი პრესას აკრიტიკებს
ლამინ იამალმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სტარტის შემდეგ გუნდის მაკრიტიკებელ ჟურნალისტებს უპასუხა.
ესპანეთმა ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში კაბო-ვერდესთან ფრე ითამაშა. ამის შემდეგ ესპანურ პრესასა და გულშემატკივრებში ლუის დე ლა ფუენტეს გუნდის სათამაშო დონის შესახებ განხილვები დაიწყო.
„მე ერთი დასკვნა გამოვიტანე: თქვენ, ჟურნალისტებს, ძალიან გეჩქარებათ თქვენი საქმის სწრაფად დასრულება. ჩვენ მხოლოდ პირველი ტური ჩავატარეთ, ესპანეთმა და პორტუგალიამ თითო ქულა აიღეს, არგენტინამ და საფრანგეთმა მოიგეს და თქვენ უკვე გგონიათ, რომ ორივე ფინალში გავა. ჩვენ კი მსოფლიო ჩემპიონატის მხოლოდ პირველ ტურში ვართ.
მე ეს არ მესმის. ნაცვლად იმისა, რომ მატჩებით ისიამოვნოთ, გინდათ ძალიან სწრაფად გამოიტანოთ დასკვნა. თქვენთვის ესპანეთი საშინელია. მათთვის კი, ვისაც ფეხბურთი ესმის - არა.
19 ივლისამდე ვერ გაიგებთ, ვინ მოიგებს ტურნირს, თქვენ კი გინდათ, რომ ეს უკვე დღეს იცოდეთ“,
- განაცხადა იამალმა.
„ფურია როხა” მეორე ტურის შეხვედრას დღეს (20:00) საუდის არაბეთის წინააღმდეგ გამართავს, რომელმაც პირველ ტურში ურუგვაისთან ფრედ 1:1 ითამაშა.