უშანსოდ მოუგეს - იაპონიამ ტუნისი გაანადგურა
მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ტურის შეხვედრაში F ჯგუფის ერთ-ერთმა ფავორიტმა იაპონიამ პოზიციები გაიმყარა და ტუნისს 4:0 მოუგო.
აზიელებმა ლამაზ სტილში დომინანტურად ითამაშეს და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს. ტუნისის რბევა პირველივე ტაიმშივე დაიწყო. გოლების ავტორები კამადა და უედა გახდა.
იაპონიამ საქმე ბოლომდე მიიყვანა და მეორე ნახევარში იტოსა და უედას დუბლით, მატჩს წერტილი დაუსვა. აღსანიშნავია აზიელთა გოლის ინდექსი, რომელიც 2.05 იყო. ტუნისელებს კი 0.04 ჰქონდათ, რაც კოლოსალური სხვაობაა.
ჰაჯიმე მორიასუს ნაკრებმა პირველ ტურში ნიდერლანდებთან ნათამაშები ფრის შემდეგ, ყველას დაანახა, რომ ეს შემთხვევითობა არ იყო და გუნდი პირველი ადგილისთვის იბრძვის. ამ მუნდიალზე მათ წინააღმდეგ თამაში მარტივი არავისთვის იქნება.
ნიდერლანდები და იაპონია 4-4 ქულით ჯგუფს ლიდერობენ, შვედეთს კი 3 ქულა აქვს, ტუნისი კი ტურნირს გამოეთიშა. ბოლო ტური 26 ივნისს (03:00) გაიმართება - იაპონია შვედეთს შეხვდება, ნიდერლანდები კი ტუნისს.