მორიგი სენსაცია - რუმის 15 მოგერიება და კურასაომ ეკვადორთან ქულა აიღო
Aa
Aa

მორიგი სენსაცია - რუმის 15 მოგერიება და კურასაომ ეკვადორთან ქულა აიღო

მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი სენსაცია დაფიქსირდა. ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში ეკვადორი კურასაოს დაუპირისპირდა და ვერ მოუგო. მატჩი 0:0 დასრულდა და კურასაომ ისტორიული 1 ქულა აიღო.

აღსანიშნავია, რომ 1 ქულის აღებაში ყველაზე დიდი წვლილი კურასაოს ნაკრების მეკარემ, ელოი რუმმა შეიტანა, რომელმაც მატჩის მიმდინარეობისას 15 მოგერიება შეასრულა.

გასაკვირი არ არის, რომ ეკვადორი მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა და მომენტს მომენტზე ქმნიდა.

ჯამში ეკვადორმა კარის მიმართულებით 27-ჯერ დაარტყა. ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი 75 ჰქონდა, 9 კუთხური ჩააწოდა და როგორც უკვე მოგახსენეთ ზუსტად კარში 15-ჯერ დაარტყა.

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, ორივე გუნდს თითო ქულა აქვს. ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ეკვადორი მესამე ადგილზეა, ხოლო კურასაო მეოთხეზე.

დასკვნით ტურში ეკვადორი გერმანიას დაუპირისპირდა, ხოლო კურასაო კოტ-დ'ივუარს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები