იამალი: “90 წუთის თამაში ჩემთვის ჯერ ადრეა“
ლამინ იამალმა საუდის არაბეთთან მატჩის წინ, ჟურნალისტებთან სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა.
იამალი:
„ვფიქრობ, ლიონელ მესი თითოეულ მატჩში ადასტურებს, რომ მსოფლიოში საუკეთესოა. მიუხედავად ამისა, ჩემი იდეალი ნეიმარია, მაგრამ ლეო ისტორიაში საუკეთესოა.
90 წუთის თამაში ჩემთვის ჯერ ადრეა. ამის დრო ჯერ არ დამდგარა. პირველ რიგში, ადაპტაციის პროცესი უნდა გავიარო. თუმცა მზად ვარ, იმდენი წუთი ვითამაშო, რამდენსაც მწვრთნელი საჭიროდ ჩათვლის.
რეაბილიტაციის განმავლობაში ერთადერთი, რაზეც ვფიქრობდი, მსოფლიო ჩემპიონატი იყო. ჩვენ ესპანეთი ვართ და გვინდა, საუკეთესო გუნდებს დავუპირისპირდეთ.
ჩემი თამაშის სტილი სხვანაირია. მთავარი ჩემთვის სიამოვნების მიღება და გამარჯვებაა. არ მინდა 16 გოლი გავიტანო და ნახევარფინალში გამოვეთიშოთ. ეს არ არის ის, რასაც ვეძებ.“
შეგახსენებთ, რომ ესპანეთმა პირველი ტურის მატჩი კაბო ვერდესთან ფრედ 0:0 დაასრულა. საუდის არაბეთთან დაპირისპირება კი 21 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.