წარუმატებელი დებიუტი UFC-ში | თანზილოვი კოლინსთან დამარცხდა
21 ივნისი ქართული MMA-სთვის ისტორიული დღეა - ორი ქართველის დებიუტი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ შერეული ორთაბრძოლების ორგანიზაციაში, UFC-ში.
ლას ვეგასში, ქვემსუბუქი წონის (65,8 კგ) დივიზიონში, 28 წლის ოთარ თანზილოვი ამერიკელ შეინ კოლინსს დაუპირისპირდა. 3-რაუნდიანი ბრძოლა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით კოლინსის გამარჯვებით დასრულდა. 30:27 - ასე შეაფასა სამივე მსაჯმა აღნიშნული ბრძოლა.
სრული ბრძოლა
კოლინსთან ბრძოლამდე თანზილოვმა კარიერაში 11 ბრძოლა ჩაატარა, 11-დან 10 მოიგო, მათ შორის შვიდი ნოკაუტით. აღსანიშნავია, რომ თანზილოვი კარიერის დიდი ნაწილის განმავლობაში 61-კილოგრამიან დივიზიონში გამოდიოდა. თუმცა UFC-ში სადებიუტო ბრძოლა მოკლე ვადაში ჩაინიშნა, რის გამოც ერთით მაღალ წონით კატეგორიაში გამოვიდა.
2024 წლის სექტემბეტში Dana White Contender Series-ზე ოთარ თანზილოვი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელ ჯოსიას მუსასასთან მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა. მარცხის მიუხედავად მაშინ UFC-ის პრეზიდენტმა თანზილოვზე თქვა: „ვფიქრობ, სამომავლოდ დაბრუნდება და შანსს კიდევ მიიღებს. ამ ბიჭს ახლა 9:1-ზე აქვს. დიდი ტალანტითაა დაჯილდოებული და ჯერ მხოლოდ 26 წლისაა. ახალგაზრდა ბიჭია“.
UFC-ში კიდევ ერთი ქართველის, ლევან ჩოხელის დებიუტი შედგება, რომელმაც 22 წამში სომეხი ლეონ შაჰბაზიანი გათიშა (ვრცლად).