ისლამ მახაჩევი ქამარს იან გარის წინააღმდეგ დაიცავს
UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი ქამარს UFC 330-ზე, იან გარის წინააღმდეგ დაიცავს. ინფორმაცია UFC-მ ოფიციალურად დაადასტურა. ღონისძიება 15 აგვისტროს, ფილადელფიაში, Xfinity Mobile Arena-ზე გაიმართება.
???? BREAKING: Islam Makhachev will fight Ian Garry at UFC 330 on August 15 in Philadelphia pic.twitter.com/RuJMPQIx9F
— Championship Rounds (@ChampRDS) June 17, 2026
შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევმა ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი 2025 წლის 16 ნოემბერს, ჯეკ დელა მადალენას დამარცხების შემდეგ მოიპოვა. ისლამმა ამ ჩხუბში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. MMA-ში მისი რეკორდი 28 გამარჯვება და 1 მარცხია.
რაც შეეხება იან მაჩადო გარის, ირლანდიელმა მებრძოლმა ბოლოს გასული წლის 22 ნოემბერს იჩხუბა და ბელალ მუჰამედს სამი რაუნდის შემდეგ მსაჯების გადაწყვეტილებით მოუგო. გარის MMA-ში 18 ბრძოლა აქვს გამართული და 17 შემთხვევაში შეძლო გამარჯვება, ერთხელ კი დამარცხდა.