ილია თოფურია
Aa
Aa

„როდესაც ვნახე, პირველი, რაც მითხრა, იყო ის, რომ...“ - რას ამბობს თოფურია მენეჯერი

ილია თოფურიას მენეჯერმა, ხოსე მარია დიასმა „ელ მატადორის“ მდგომარეობასა და პოსტ-ტრავმულ პერიოდზე ისაუბრა. დიასი ამბობს, რომ პირველი კითხვა, რაც თოფურიამ დასვა, იყო ის, თუ რამდენად სანახაობრივი გამოვიდა ბრძოლა.

რას ამბობს დიასი:

„პირველი, რაც ილიამ მითხრა, როცა ვნახე, იყო: „ისიამოვნეს ფანებმა ბრძოლით? მაგარი ბრძოლა იყო, არა?“ ეს იდეალურად აღწერს იმას, თუ როგორი პიროვნება და მებრძოლი არის რეალურად ილია თოფურია.“

„ის ყოველთვის მზადაა, ყველაფერი გაიღოს ხალხის გასართობად, დადგას შოუ და დარწმუნდეს, რომ გულშემატკივრები სიამოვნებას იღებენ. ცხადია, ის ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვის, მაგრამ კვირას მან ისეთი შოუ დადგა, რომელმაც სპორტის ისტორიაში ყველაზე გამორჩეულ ღონისძიებაზე Fight of the Night-ის სტატუსი მოუტანა.“

„შეგვიძლია ათასი საბაბი მოვიგონოთ, მაგრამ საბოლოოდ, ეს შედეგს არ შეცვლის. თუმცა, როგორც ილიამ მართებულად აღნიშნა, რწმენა არის ბოლო რამ, რასაც დავკარგავთ. ტექნიკურად, მან წააგო, მაგრამ იმხელა მხარდაჭერის ფონზე, რაც მივიღეთ, და იმ პატივისცემით, რაც მან ამდენი ადამიანისგან დაიმსახურა, ეს ნამდვილად არ ჰგავს მარცხს.“

„მადლობა ღმერთს, რომ მას სერიოზული ტრავმები არ აქვს და სიმართლე გითხრათ, მისი განწყობა და ენერგია ძალიან ამაღლებული და პოზიტიურია, როგორც ყოველთვის.“

შეგახსენებთ, რომ UFC Freedom 250-ზე, რომელიც თეთრ სახლში გაიმართა, ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და ჩემპიონის ქამარი დაკარგა. მიღებული დაზიანებების გამო თოფურია კლინიკაში გადაიყვანეს და შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს. ქართველი მებრძოლი ახლა მკურნალობის პროცესს სახლში აგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კლინიკაში ვინახულე და მითხრა, რომ...“ - რას ამბობს ცნობილი წამყვანი და ილიას მეგობარი
„კლინიკაში ვინახულე და მითხრა, რომ...“ - რას ამბობს ცნობილი წამყვანი და ილიას მეგობარი