ილია თოფურია
Aa
Aa

„კლინიკაში ვინახულე და მითხრა, რომ...“ - რას ამბობს ცნობილი წამყვანი და ილიას მეგობარი

ცნობილი ესპანური გადაცემა El Hormiguero-ს წამყვანმა, პაბლო მოტოსმა გადაცემაში განაცხადა, რომ ილია თოფურია ინახულა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად მძიმე დაზიანებებისა, ქართველი მებრძოლი კარგ განწყობაზე რჩება.

რას ამბობს მოტოსი:

„ის კარგადაა. ილია თოფურიასთან ვიყავი და ყველაფერი რიგზეა. მას სერიოზული დაზიანებები აქვს — თვალის ბუდეებისა და ცხვირის მოტეხილობები. როდესაც ორბიტალური მოტეხილობა გაქვს, თვალი შიგნით იწევს და მხედველობას სრულად კარგავ. ის ძალიან სივდება, სწორედ ამიტომ გამოიყურებოდა მისი სახე ასე. სხეული სივდება სისხლდენის თავიდან ასაცილებლად; ეს ადამიანის ორგანიზმის თავდაცვითი მექანიზმია.“

„პირველ რაუნდში მან ერთი შეხედვით უწყინარი აფერქათი მიიღო, მაგრამ რაღაც გატყდა და მარჯვენა თვალით ვეღარ ხედავდა. შემდეგ ის მარცხენა თვალის იმედად დარჩა და ზუსტად იგივე განმეორდა. ორი რაუნდი მან ბრმად იბრძოლა.“

„როცა ვინახულე, მას ჯერ კიდევ არ შეეძლო თვალების წესიერად გახელა. მაგრამ რაც ყველაზე მეტად გამიხარდა, ის იყო, რომ თავის ჩვეულ ოპტიმიზს და ხასიათს ინარჩუნებს. „ის ხუმრობდა. ვსაუბრობდით იმაზე, რას გავაკეთებთ ამ ზაფხულს, ვხალისობდით, და შემდეგ თქვა ფრაზა, რომელიც ძალიან მომეწონა. მან დახუჭული თვალებით შემომხედა და მითხრა: „ჩემპიონები, როცა ვეცემით, მაგრად ვეცემით.“

„მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ იშუშებს გეიჯისთან მიღებულ მოტეხილობებს, უკვე წინ იყურება. ილია მხოლოდ ერთ მიზანზეა ფოკუსირებული: რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ჩხუბს, ის უკვე რევანშზე საუბრობს.“

შეგახსენებთ, რომ UFC Freedom 250-ზე, რომელიც თეთრ სახლში გაიმართა, ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და ჩემპიონის ქამარი დაკარგა. მიღებული დაზიანებების გამო თოფურია კლინიკაში გადაიყვანეს და შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს. ქართველი მებრძოლი ახლა მკურნალობის პროცესს სახლში აგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიამ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც...“ - გეიჯის მწვრთნელმა ბრძოლა შეაფასა
„ილიამ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც...“ - გეიჯის მწვრთნელმა ბრძოლა შეაფასა