ილია თოფურია, ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

„თქვენთვის მატადორია, ჩემთვის უმცროსი ძმა“ - ალექსანდრემ ბრძოლა შეაფასა

როგორც ნამდვილ ძმებს შეეფერებათ, თოფურიები გამუდმებით ერთად არიან და ყველა აღნიშნავს, რომ იმ უდიდეს წარმატებასა და ფენომენალურ ბრძოლებში, რომლითაც ილიამ მილიონობით გულშემატკივარი შეიძინა, ალექსანდრეს უდიდესი დამსახურება მიუძღვის. ეს უკანასკნელი გარდა იმისა, რომ უმცროს ძმას ურთულესი გზის გავლაში ეხმარება, როდესაც საჭიროა ყველაფერს სწორად განსაზღვრას და მართებულ გადაწყვეტილებებსაც იღებს. ამის ნათელი გამოვლინება იყო ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბი, რომელიც ალექსანდრემ მეოთხე რაუნდის შემდეგ გააჩერა.

ალექსანდრე თოფურია

ის ამ ბრძოლის მოსაგებად მზად იყო ოქტაგონში მომკვდარიყო. ვიცი, შეიძლება გამოჩნდეს ბევრი ადამიანი, რომელიც ჩემს გადაწყვეტილებას არ მიესალმება, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი და ამით დავასრულებ - თქვენთვის ილია „ელ მატადორია“, ჩემთვის კი უმცროსი ძმა, რის გამოც უბრალოდ ვალდებული ვიყავი ბრძოლა შემეჩერებინა.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია საავადმყოფოდან უკვე გაწერეს და მკურნალობას ექიმების მიერ მიცემული დირექტივებით, სახლის პირობებში განაგრძობს. წინასწარი ვარაუდით, სარეაბილიტაციო პროცესი მინიმუმ სამ თვეს გასტანს, ხოლო თუ როდის დაუბრუნდება ოქტაგონს მსუბუქი წონითი დივიზიონის პირველი ნომერი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ჩხუბში ყველაფერი იყო, ილიას მძიმე საღამო ჰქონდა“ | რა თქვა დენა უაითმა
„ამ ჩხუბში ყველაფერი იყო, ილიას მძიმე საღამო ჰქონდა“ | რა თქვა დენა უაითმა