„სიგიჟე იყო, ასეთი არაფერი მინახავს“ - ომალი ილია-გეიჯის ბრძოლაზე
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა სუპერმსუბუქ წონაში, შონ ომალიმ, ილია თოფურიას მარცხის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გააზიარა.
„ჯასტინმა ილიას უბრალოდ სახე გაუტეხა. მან ის ფსიქოლოგიურად გატეხა. ილია ახლა ასი პროცენტით საავადმყოფოშია და, სავარაუდოდ, იქ კიდევ გარკვეულ დროს დაჰყოფს. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გიჟური და შთამაგონებელი გამოსვლა, რაც კი ოდესმე მინახავს.
მან პირდაპირი გაგებით გატეხა უდიდესი მებრძოლი. მე ვამბობდი, რომ ილია თოფურია ყველა დროის უდიდესი მებრძოლია. მას ხაბიბ ნურმაგომედოვზე და ჯონ ჯონსზე მაღლა ვაყენებდი, და ის ჯერ კიდევ ერთ-ერთი უდიდესია, მაგრამ თავისი აურა დაკარგა და ეს უბრალოდ სიგიჟეა“,
- განაცხადა ამერიკელმა ბლოგერ MMA Guru-სთან ინტერვიუში.
თეთრი სახლის ქარდზე შონ ომალიმ მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით კანადელი ეიმან ზაჰაბი დაამარცხა და ორგანიზაციის სუპერმსუბუქი დივიზიონის რეიტინგში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა, საიდანაც რუსი უმარ ნურმაგომედოვი ჩამოაჩოჩა.