საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

მზადების პირველი ეტაპი - ბითაძესთან და სხვა ლეგიონერებთან ერთად

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის ივლისის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. „თბილისი არენას“ დარბაზში სერბი მთავარი მწვრთნელის ალექსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელების გარდა, ნაკრების იმ ლეგიონერებმაც ივარჯიშეს, რომელთაც საკლუბო სეზონი უკვე დაასრულეს.

დღევანდელ საწვრთნელ პროცესში გოგა ბითაძე, რატი ანდრონიკაშვილი, დუდა სანაძე, გიორგი კორსანტია და ალექსანდრე მერკვილაძე მონაწილეობდნენ, უახლოეს დღეებში კი მათ ბექა ბურჯანაძე და ცოტნე ცარციძეც შეუერთდებიან. თბილისური შეკრება 21 ივნისს დასრულდება, რის შემდეგაც ჯიკიჩი საბოლოო შემადგენლობას დაასახელებს და ნაკრები ლატვიის ქალაქ იურმალაში გაემგზავრება, სადაც 24 და 28 ივნისს, ანგოლისა და ლატვიის ნაკრებთან საკონტროლო თამაშებს ჩაატარებს. სწორედ ლატვიაში შეუერთდებიან ეროვნულ გუნდს ამჟამად კანადაში მყოფი სანდრო მამუკელაშვილი და მარკის რიდი. რაც შეეხება კაპიტანს, თორნიკე შენგელიას წინ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალური სერია აქვს, რომელიც ყველაზე მაქსიმუმ შეიძლება 28 ივნისამდე გაგრძელდეს.

ცნობისათვის, უკრაინა - საქართველოს მატჩი 2 ივლისს ლატვიის ქალაქ რიგაში გაიმართება და თბილისის დროით 19:30 წუთზე დაიწყება, ხოლო 5 ივლისს, საქართველო - ესპანეთის შეხვედრა „თბილისი არენაზე“ სტარტს 19:15 წუთზე აიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი მეხუთე მატჩში - მერკვილაძე ვიცე-ჩემპიონია
მარცხი მეხუთე მატჩში - მერკვილაძე ვიცე-ჩემპიონია