მორიგი სენსაცია მუნდიალზე - პორტუგალიამ კონგოს ვერ მოუგო
მსოფლიო ჩემპიონატის K ჯგუფის პირველ ტურში პორტუგალიის ეროვნული ნაკრები კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დაუპირისპირდა და სენსაციურად, ფრედ, 1:1 ითამაშა.
ფავორიტის სტატუსის მიუხადავად, პორტუგალიელებმა კონგოელებს მნიშვნელოვანი ვერაფერი დაუპირისპირეს და მეტოქის კართან საგოლე ეპიზოდების შექმნაც გაუჭირდათ. რობერტო მარტინესის გუნდმა კარის ჩარჩოში ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაარტყა და ისიც შეხვედრის დებიუტში, მე-6 წუთზე, რაც ჟოაუ ნევესის გოლით დასრულდა.
პირველი ტაიმის მიწურულს, კონგომ ანგარიში იოანე ვისას გოლით გაათანაბრა და საბოლოოდ, დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა.
რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, ლეგენდარულ ფეხბურთელს ორი მომენტი ჰქონდა, თუმცა რეალური საგოლე ეპიზოდი არ შეუქმნია.
საგულისხმოა, რომ კონგომ დღევანდელ მატჩში როგორც კარის მიმართულებით (8) , ისე ზუსტად (2) პორტუგალიაზე მეტჯერ დაარტყა და მეორე ტაიმის მიმდინარეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში ბურთი ძელსაც გაარტყა.
ამ ჯგუფის მეორე შეხვედრა უზბეკეთის და კოლუმბიის ნაკრებებს შორის 18 ივნისს, 06:00 საათზე გაიმართება. პორტუგალიის ნაკრები კი მეორე შეხვედრას 23 ივნისს, უზბეკეთთან გამართავს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კი 24 ივნისს კოლუმბიას დაუპირისპირდება.