ხვიჩა კვარაცხელია, ალან შირერი
Aa
Aa

„რომ შემეძლოს, დაუფიქრებლად წამოვიყვანდი“ - შირერს ინგლისის ნაკრებში კვარა სურს

ინგლისის ნაკრების სამმა ყოფილმა ფეხბურთელმა, რიო ფერდინანდმა, ლეგენდარულმა ალან შირერმა და მაიკა რიჩარდსმა ერთობლივ პოდკასტში აირჩიეს სხვა ქვეყნის ფეხბურთელები, რომლებსაც ინგლის ნაკრებში გადაიყვანდნენ.

რიო ფერდინანმა ნიდერლანდებისა და „ლივერპულის“ მცველი, ვირჯილ ვან დაიკი აირჩია, მაიკა რიჩარდსმა არჩევანი კილიან მბაპეზე შეაჩერა, ალან შირერის რჩეული კი საქართველოს ნაკრებია და პსჟ-ს ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია გახდა.

ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ფორვარდმა ხვიჩას შესახებ ასეთი რამ თქვა:

„ვის წამოვიყვანდი ინგლისში? არის ერთი ფეხბურთელი, რომელიც სამწუხაროდ, ამ ტურნირზე არ იქნება. და ეს ხვიჩა კვარაცხელიაა. ინგისის ნაკრებში ერთი ფეხბურთელის წამოყვანა რომ შემეძლოს, აუცილებლად წამოვიყვანდი. ის საოცარი ბიჭია.“

ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს შემადგენლობაში ზედიზედ ორჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. 2025/26 წლების სეზონში ქართველი შემტევი ტუნრირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა და ოქროს ბურთის მოგები ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ითვლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლივერპულმა კვარაცხელია უნდა იყიდოს!“ - ჯეიმსმა და ჰესკიმ ხვიჩაზე ისაუბრეს
„ლივერპულმა კვარაცხელია უნდა იყიდოს!“ - ჯეიმსმა და ჰესკიმ ხვიჩაზე ისაუბრეს