ხვიჩა კვარაცხელია, მოჰამედ სალაჰი, ემილ ჰესკი
Aa
Aa

„ლივერპულმა კვარაცხელია უნდა იყიდოს!“ - ჯეიმსმა და ჰესკიმ ხვიჩაზე ისაუბრეს

ლივერპულის ყოფილმა მეკარემ, დევიდ ჯეიმსმა და ყოფილმა თავდამსხმელმა, ემილ ჰესკიმ მერსისაიდული კლუბიდან მოჰამედ სალაჰის წასვლასა მის ღირსეულ შემცვლელზე ისაუბრეს. ორივე ფეხბურთელი ამბობს, რომ ეგვიპტელის მაგივრად კლუბმა ხვიჩა კვარაცხელია უნდა შეიძინოს, თუმცა, ამ ტანსფერის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

დევიდ ჯეიმსი:

„ვინ უნდა შეცვალოს სალაჰი? პირადად მე, კვარაცხელიას ავირჩევდი. ვიცი, რომ ზუსტად იმავე პოზიციაზე არ თამაშობს, მაგრამ რამდენიმე პოზიციის მორგება შეუძლია. ეს ბიჭი „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორისაა და მისი ტრანსფერი საკმაოდ სოლიდური თანხა დაჯდება. არ მგონია, რომ ეს მოხდეს. ცოტა არ იყოს, ოცნებასაც ჰგავს, არა? მაგრამ თუ „ლივერპულს“ სურს, რომ მომდევნო სეზონში წარმატებული იყოს და თუ უკვე მზა, ჩამოყალიბებული მოთამაშის ყიდვას აპირებენ, მაშინ ეს სწორედ კვარაცხელია უნდა იყოს.“

ემილ ჰესკი:

„იმის თქმა, თუ ვის შეუძლია მო სალაჰის შეცვლა, რთულია, რადგან ვფიქრობ, რომ მო სალაჰის შეცვლა არავის შეუძლია. ერთადერთი, ვისი გადმობირებაც ალბათ შეგვიძლია ვცადოთ, პსჟ-დან კვარაცხელიაა, მაგრამ ის ხელმისაწვდომი არ იქნება. ვფიქრობ, როცა ასეთი ყაიდის ტალანტებსა და ლეგენდებს აკვირდები, ეს ყველაფერი უბრალოდ წარსულში უნდა დატოვო და სხვა რამეზე გადაერთო. თქვენ ვეღარასდროს იპოვით სხვა მო სალაჰს, რომელიც დადებს ისეთ სტატისტიკას, როგორსაც ის აკეთებდა. ვეღარასდროს.“

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰმა „ლივერპული“ 2025/26 წლების სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა. ეგვიპტელმა მერსისაიდულ გუნდში 442 მატჩი ჩაატარა, 257 გოლი გაიტანა და 119 საგოლე გადაცემა შეასრულა, ასევე, სალაჰმა 9 ტიტული მოიგო, მათ შორის ორჯერ პრემიერ ლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან ბევრს ვაკვირდები. უბრალოდ, ფენომენია“ - ესპანელი ტალანტი კვარაზე
„ძალიან ბევრს ვაკვირდები. უბრალოდ, ფენომენია“ - ესპანელი ტალანტი კვარაზე