ბრესტის მწვრთნელი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა
ბრესტის მწვრთნელი, ერიკ როი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ.
როგორც ოჯახის განცხადებაშია ნათქვამი, ერიკ როი სამი წლის განმავლობაში პანკრეასის კიბოს ებრძოდა და ამ ამბავს საზოგადოებისგან მალავდა. სამწუხაროდ, ფრაგნმა სპეციალისტმა მძიმე სენის დამარცხება ვერ შეძლო.
ერიკ როის სამწვრთნელო საქმიანობაში 10-წლიანი პაუზა ჰქონდა აღებული და 2023 წელს „ბრესტი“ ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ფრანგული გუნდი 2024/25 წლების სეზონში ლიგა 1-ში მესამე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. ამან როის სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო მოუტანა.
პროფესიონალური ფეხბურთელობის პერიოდში ერიკ როი „ლიონში“, „მარსელში“, „ნიცაში“, „სანდერლენდსა“ და სხვა ევროპულ კლუბებში თამაშობდა.