იბერია 1999, რუსთავი
Aa
Aa

ფაცაციას საოცრება მოედნის ცენტრიდან - რუსთავმა იბერიას მოუგო და გალიდერდა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გათამაშების ლიდერები დაუპირისპირდნენ. იბერია 1999-მა რუსთავს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, იბერია 1999-მა ამირან ძაგანიას გოლით გახსნა და ტაიმი მასპინძლებმა მინიმალური სხვაობით მოიგეს.

რუსთავმა წონასწორობა მე-60 წუთზე, პრინს ოსეის ბრწყინვალე ინდივიდუალური გოლით აღადგინა, 90-ე წუთზე კი ვაჟა ფაცაციამ საკუთარი ნახევრიდან საოცარი გოლი გაიტანა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.

ამ გამარჯვებით, რუსთავმა იბერია 1999-ს გადაუსწრო და 32 ქულით პირველ ადგილზე დამკვიდრდა, თბილისელებს კი 31 ქულა აქვთ და მეორე პოზიციაზე იმყოფებიან.

ანდრეი დემჩენკოს გუნდი მომდევნო შეხვედრას 23 ივნისს, კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მეშახტეს წინააღმდეგ გამართავს, რუსთავი კი გორის დილას ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები