არაბიძის შორეული გასროლა და მანდრიჩენკოს დუბლი - ბათუმელებმა ტორპედოს მოუგეს
Crystalbet ეროვნულ ლიგაში მე-18 ტური მიმდინარეობს. ტურის მორიგი მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „ტორპედო“ ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა და სანახაობრივ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.
გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი დმიტრი მანდრიჩენკოს მიუძღვის, რომელმაც დუბლის შესრულება შეძლო. 22-ე წუთზე მოლდოველმა ანგარიში გახსნა, ზუსტად 4 წუთში კი მასპინძელთა კარში მეორე გოლი გაიტანა და სხვაობა ორამდე გაზარდა. ტაიმის მიწურულს, ბუკიამ „დინამოს“ ერთი გოლი გაქვითა და ბათუმელები შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გავიდნენ.
მეორე ნახევარში, უერდი მარამ უერდი მარამ ანგარიში 3:1 გახადა, მე-60 წუთზე კი გიორგი არაბიძემ ეფექტური შორეული გასროლით სხვაობა ისევ მინიმუმამდე დაიყვანა. დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა და საბოლოოდ, „დინამომ“ 3:2 გაიმარჯვა.
18 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამო“ 27 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან „იბერია 1999“-ს 4 ქულით, პირველადგილოსან „რუსთავს“ კი 5 ქულით ჩამორჩება. „ტორპედო“ კი 26 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე „სპაერს“ 22 ივნისს დაუპირისპირდება, ბათუმის დინამო კი 23 ივნისს თბილისის დინამოს ესტუმრება.