ჯასტინ გეიჯი, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

„უპრობლემოდ მოვუგებ“ - მაკგრეგორი წონის ახალ ჩემპიონზე

UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში ილია თოფურიას გადასვლისა და გაჩემპიონების შემდეგ, ერთი შეხედვით ყოველგვარი ინტრიგა დაკარგული იყო, თუმცა თეთრი სახლის ღონისძიებაზე „ელ მატადორთან“ ჯასტინ გეიჯის მიერ მოპოვებულმა გამარჯვებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ამ უკანასკნელს ნოემბერში 38 წელი უსრულდება და ჯერჯერობით კარიერის დასრულებაზე არაფერი უთქვამს, რის გამოც მისი შესაძლებლობებისა და სამომავლო გეგმების განხილვა ისევ აქტუალურია. გეიჯის თაობაზე საკუთარი აზრი ლეგენდარულმა კონორ მაკგრეგორმაც დააფიქსირა, რომელმაც არიელ ჰელვანის გადაცემაში სტუმრობისას ასეთი კომენტარი გააკეთა:

„როდესაც ოპტიმალურ ფორმაში ჯასტინ გეიჯია, ის ძალიან კარგია. თუმცა როდესაც სათანადო ფორმისგან შორს არის, უბრალოდ საშინელი მებრძოლია. დარწმუნებული ვარ, მის ცემას ყოველგვარი პრობლემების გარეშე შევძლებ. დგომში ჩემს პირისპირ მყოფი ჯასტინი უბრალოდ განადგურდება“.

ცნობისათვის, ჯასტინ გეიჯისა და კონორ მაკგრეგორს აქამდე არასოდეს უჩხუბიათ და პირველმა მათგანმა დიდი ხნის ოცნება რამდენიმე დღის აისრულა, როდესაც ილია თოფურიას დამარცხების შემდეგ UFC-ის ჩემპიონი პირველად გახდა. მაკრეგორი კი ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ოქტაგონში დაბრუნებისთვის ემზადება - 11 ივლისს, მისი მეტოქე მაქს ჰოლოუეი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია ძალიან ჩქარობდა“ - ვოლკანოვსკიმ თოფურია-გეიჯის ჩხუბი შეაფასა
„ილია ძალიან ჩქარობდა“ - ვოლკანოვსკიმ თოფურია-გეიჯის ჩხუბი შეაფასა