„სავარაუდოდ ეს წითელი ბარათი იყო“ - სიტის ყოფილი მოთამაშე მესიზე
ნედუმ ონუოჰა მიიჩნევს, რომ არგენტინის ნაკრების ფორვარდი, ლიონელ მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩის (ალჟირთან 3:0) პირველ ტაიმში უნდა გაეძევებინათ.
31-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:0 იყო, მესიმ ალჟირელთა მცველს, აისა მანდის წვივში უკნიდან ჩაარტყა (ბუცის ქაცვები) და მეტოქე წააქცია. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, შიმონ მარჩინიაკმა არგენტინელს ყვითელი ბარათიც კი არ უჩვენა, VAR-ი კი არ ჩარეულა. საბოლოოდ, მესიმ შეხვედრა ჰეთ-თრიკით დაასრულა.
„ჩემი აზრით, სავარაუდოდ, ეს წითელი ბარათი უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, ეს მომენტი მხედველობიდან გამორჩათ. როდესაც ალჟირის ფეხბურთელი გაზონზე დაეცა, ჩანდა, რომ მესი შეშფოთებული იყო. ლეო ხვდებოდა, რომ ისეთი რამ ჩაიდინა, რასაც მისთვის პრობლემების შექმნა შეეძლო.
ვვარაუდობ, რომ მსაჯმა ეს მომენტი გამოტოვა, და მესმის, რატომაც გააკეთა ეს. მაგრამ ის, რომ ვიდეოასისტენტმა ეპიზოდი ნახა და თქვა: „არა, ყველაფერი რიგზეა, იქ არაფერი ყოფილა“... პირადად მე მიმაჩნია, რომ ეს მომენტი წითელს იმსახურებდა.
ტრანსლაციაში საერთოდ არაფერი უთქვამთ. ჩვენ განმეორებას ვუყურეთ და გადავწყვიტეთ, რომ ეს საკმაოდ ცუდად გამოიყურებოდა. იქ კი ამბობენ: „მშვენიერია იმის დანახვა, თუ როგორ აპრესინგებს მესი ალჟირელებს“,
- აღნიშნა „მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა მცველმა სატელევიზიო ეთერისას.
შეგახსენებთ, რომ მესიმ დღევანდელი ჰეთ-თრიკის შემდეგ, მიროსლავ კლოზეს რეკორდი გაიმეორა და მუნდიალების ისტორიაში ყველა დროის ბომბარდირთა სიაში გერმანელთან ერთად (16-16 გოლი) ლიდერობს.