ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, კონორ მაკგრეგორი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

მაკგრეგორი: გეიჯისთან ბრძოლა მსურს, მახაჩევისთვის ღია ვარ

თუ მომავალ თვეში კონორ მაკგრეგორი მაქს ჰოლოუეის დაამარცხებს, ის UFC-ის მსუბუქი ან ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ქამარზე პრეტენზიის განცხადებას აპირებს.

„როდესაც გეიჯი ფორმაშია, ის კარგია. მაგრამ როცა ბრძოლა არ მისდის, საშინლად გამოიყურება. დარწმუნებული ვარ, რომ მას მარტივად გავუმკლავდები. მე მინდა გეიჯისთან ჩხუბი. რაც შეეხება ისლამს, ჩვენ ჩვენი ისტორია გვაქვს. მე ამ ბრძოლისთვის ღია ვარ“,

- განაცხადა „ნოტორიუსმა“ არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში.

ასევე, ირლანდიელმა მიანიშნა, რომ ილია თოფურიას მარცხს წინასწარ ხედავდა.

„ვიცოდი, რომ მას ეს დაემართებოდა. სასტარტო გონგისთანავე დაშვებული ხელებით წინ წასვლა? ადრე თუ გვიან ამისთვის აუცილებლად ისჯებიან. ბრძოლის მსვლელობისას მას ძალიან მაგრად მოხვდა და საბოლოოდ ამან აიძულა დანებებულიყო. ახლა ის ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება. მას მოუწევს საკუთარ თავში ღრმად ჩაიხედოს. შეძლებს თუ არა ამის გადალახვას? ვფიქრობ, შეძლებს. ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ“,

- დასძინა მაკგრეგორმა.

ქვესაშუალო წონაში ბრძოლა კონორ მაკგრეგორსა და მაქს ჰოლოუეის შორის 11 ივლისს, ლას-ვეგასში დაგეგმილი UFC 329-ის ტურნირის მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები