ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ისლამი-ილიას ჩხუბმა შარმი დაკარგა“ - არმანი თოფურიაზე წინ დააყენეს

დიდი ხანია UFC-ში ასეთი დიდი რეზონანსი არც ერთ დივიზიონში არც ერთ საჩემპიონო ჩხუბს არ გამოუწვევია, როგორიც ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირებას მოჰყვა. „ელ მატადორის“ დამარცხებამ სიტუაცია როგორც ამ დივიზიონში, ასევე სხვა დივიზიონშიც თავდაყირა დააყენა, რადგან გამარჯვების შემთხვევაში ილია ქვესაშუალო წონაში ასვლას და მესამე ქამრის მოპოვებას ისლამ მახაჩევთან ბრძოლაში აპირებდა, რაც გაურკვეველი ვადით გადაიდო. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება UFC-ის მებრძოლმა აზამატ ბეკოევმა, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:

„საოცარი ჩხუბი გამოვიდა, ერთ-ერთი საუკეთესო, რომელიც ბოლო პერიოდში მინახავს. მაგარი სანახავია, თუ როგორ გადადის ინიციატივა ბრძოლის მიმდინარეობისას ერთი მებრძოლიდან მეორის ხელში. გეიჯის გამარჯვება ნამდვილი სენსაციაა, რადგან მის შანსებს სერიოზულად არავინ აფასებდა. თუმცა, ჯასტინმა დაამტკიცა, რომ უდიდესი შრომისმოყვარეობისა და დისციპლინის ხარჯზე შეუძლია ზეწოლასაც გაუძლოს და ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვოს.

არ გამოვრიცხავ, რომ მოვლენათა ასეთი განვითარება UFC-ის ხელმძღვანელების გეგმებში არ შედიოდა, რადგან მახაჩევი-თოფურიას შესაძლო დაპირისპირებამ შარმი და აქტუალურობა დაკარგა. ილიამ ზედა დივიზიონში ასვლამდე მსუბუქ წონაში საკუთარი პოზიციები ჯერ კიდევ უნდა განიმტკიცოს და ჩემპიონთან შესახვედრად რიგში ჩადგეს, სადაც მასზე წინ არმან ცარუკიანია“.

ფაქტია, რომ ბეკოევი შეფასებების გაკეთებისას აშკარად ცდება, რადგან ილია თოფურია ამჟამად მსუბუქი წონითი დივიზიონის პირველი ნომერია, არმანი კი მეორე. თანაც, უკვე იმდენად დიდი სახელი აქვს მოხვეჭილი, რომ სრული უფლება აქვს გამოჯანმრთელებისთანავე რემატჩი მოითხოვოს და ქამრის დასაბრუნებლად იბრძოლოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როგორც კი Face ID ამუშავდება, ეს გააკეთე“ | ცარუკიანმა ილიას ინსტაგრამზე მიწერა
„როგორც კი Face ID ამუშავდება, ეს გააკეთე“ | ცარუკიანმა ილიას ინსტაგრამზე მიწერა