ჰაკან ჩალჰანოღლუ, არდა გიულერი
Aa
Aa

„გვრცხვენია, ხალხს ბოდიშს ვუხდით“ - გიულერის და ჩალჰანოღლუს კომენტარები

მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე ტური მიმდინარეობს. მორიგ სათამაშო დღეს, D ჯგუფის მეორე მატჩში თურქეთის ნაკრები პარაგვაის დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 0:1 დამარცხდა. შედეგად, ვინჩენცო მონტელას გუნდმა პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თურქეთის ნაკრების ფეხბურთელებმა, არდა გიულერმა და ჰაკან ჩალჰანოღლუმ განვლილი მატჩი შეაფასეს და მარცხის მიზეზებზე ისაუბრეს.

არდა გიულერი:

„ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეროვნულ ნაკრებში ჩემი კარიერის განმავლობაში ხალხს ეს ტურნირი რაც შეიძლება მალე დაავიწყდეს. ჩვენ ძალიან ძლიერ გუნდებში ვთამაშობთ – და ეს მოედანზე უნდა გვეჩვენებინა. მაგრამ ვერ შევძელით. სწრაფი გოლი გავუშვით. სათქმელი არაფერია. ძალიან ვწუხვართ. გვრცხვენია. ბოდიშს ვუხდით მთელ ჩვენს ხალხს. მომდევნო ტურნირებზე მაქსიმალურ ძალისხმევას გამოვიჩენთ. ძლიერ გუნდებში ვთამაშობთ და ამის ჩვენება იყო საჭირო.“

ჰაკან ჩალჰანოღლუ:

„ახლა სიტყვების პოვნა რთულია. რთული მდგომარეობაა. ორ მატჩში ყველაფერი ვცადეთ. კარში ვურტყამდით – არ გამოვიდა. ვცდილობდით – არ გამოვიდა. უბრალოდ უიღბლობაა. მათ კი პირველივე დარტყმით გაიტანეს! ახალგაზრდული გუნდი გვყავს, წინ კიდევ ბევრი ტურნირია. შესაძლოა, ეს ჩემი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატია“.

„ყველა დამწუხრებული და განადგურებულია. ბევრს ვცდილობდით, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. ეს ყველასთვის სასარგებლო გამოცდილება იყო. ჩვენი თავით უნდა ვამაყობდეთ, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა მარტივი არ იყო. ტურნირიდან გამოვარდნა ყოველთვის რთულია, ამასთან შეგუება ძნელია. ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია. აქედან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. ჩვენ ისევ ერთი დარტყმის გამო წავაგეთ მატჩი“.

2 ტურის შემდეგ D ჯგუფს აშშ 6 ქულით ლიდერობს, მეორე პოზიციაზე კი 3 ქულით და ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ავსტრალიის ნაკრებია. ასევე 3 ქულა აქვს მესამეადგილოსან პარაგვაისაც, რომელაც ბურთების შეფარდება -2 აქვს. მომდევნო ტურში თურქეთი პრესტიჟის მატჩს აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს, პარაგვაი კი ავსტრალიას დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა 26 ივნისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტოტალური უიღბლობა და მარცხი პარაგვაისთან - თურქეთი ჯგუფში ჩარჩა
ტოტალური უიღბლობა და მარცხი პარაგვაისთან - თურქეთი ჯგუფში ჩარჩა