ტოტალური უიღბლობა და მარცხი პარაგვაისთან - თურქეთი ჯგუფში ჩარჩა
მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე ტური მიმდინარეობს. მორიგ სათამაშო დღეს, D ჯგუფის მეორე მატჩში თურქეთის ნაკრები პარაგვაის დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 0:1 დამარცხდა.
ვინჩენცო მონტელას გუნდმა ამ მარცის შედეგადაც, პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგა. ეს ყველაფერი კი ტოტალური უიღბლობის ფონზე მოხდა. თურქებმა ორი მატჩის ჯამში მეტოქის კარისკენ 62-ჯერ დაარტყეს, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლეს.
დღევანდელ მატჩში ერთადერთი გოლი მეორე წუთზე გალარსამ გაიტანა და პარაგვაის 1/16 ფინალში გასვლის რეალური შანსი გაუჩინა. საგულისხმოა, რომ სამხრეთ ამერიკელებს პირველი ტაიმის მიწურულს კაცი გაუძევეს. წითელი ბარათი ალმირონმა მიიღო და ამასთან, ისტორიაშიც შევიდა, რადგან გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც პირზე ხელის აფარებისა და საუბრის გამო გააძევეს. რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, თურქეთმა მაინც ვერ შეძლო გოლის გატანა და საბოლოოდ, 0-1 დამარცხდა.
2 ტურის შემდეგ D ჯგუფს აშშ 6 ქულით ლიდერობს, მეორე პოზიციაზე კი 3 ქულით და ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ავსტრალიის ნაკრებია. ასევე 3 ქულა აქვს მესამეადგილოსან პარაგვაისაც, რომელაც ბურთების შეფარდება -2 აქვს. მომდევნო ტურში თურქეთი პრესტიჟის მატჩს აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს, პარაგვაი კი ავსტრალიას დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა 26 ივნისს გაიმართება.