„ახლა მხოლოდ შორიდან შემიძლია თანაგრძნობა“ - ყოფილი მეუღლე თოფურიაზე
ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე ჯორჯინა უზკატეგი ქართველი მებრძოლის მარცხს გამოეხმაურა: „ეს მართლაც მტკივნეული და გულდასაწყვეტია. ხანდახან ყველაფერს გააკეთებ, რომ საყვარელმა ადამიანებმა ეს ტკივილი არ განიცადონ, მაგრამ ახლა მხოლოდ გვერდიდან, შორიდან შემიძლია მისი თანაგრძნობა...“
ჯორჯინას კომენტარი ესპანელმა ჟურნალისტმა ხავი დე ოიოსმა გაავრცელა. ჯორჯინამ ილიასთან დაშორების შესახებაც ისაუბრა: „ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ სიყვარული ნებისმიერ ფასად დარჩენას ნიშნავს, მაგრამ ხანდახან ყველაზე რთული და სიყვარულით სავსე ქმედება უკან დახევაა, რათა თითოეულმა ადამიანმა საკუთარი გადაწყვეტილებების შედეგებს თვალი გაუსწოროს. სიყვარულში საუკეთესო, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ლოცვაა, რათა საკუთარი პროცესის გავლით, ისინი იმად გარდაიქმნან, რაც ღმერთს სურს. ეს არის გეგმები, რომლებიც იმაზე უკეთესია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. საუკეთესო ხსნა პიროვნულია.“
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაკარგა. მიღებული დაზიანებების შემდეგ ქართველი მებრძოლი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს და გაწერეს. ცნობილი გახდა, რომ ათლეტურმა კომისიამ ილიას ბრძოლის გამართვა მინიმუმ 6 თვით აუკრძალა, 60 დღის განმავლობაში კი კონტაქტური ვარჯიშის ჩატარებას ვერ შეძლებს.