ჯასტინ გეიჯი, ჟორჟ სენ-პიერი
Aa
Aa

„ასეთ ფინალზე ნებისმიერი ოცნებობს“ - სენ-პიერი გეიჯის წასვლას ურჩევს

ცნობილმა მიმომხილველმა და MMA-ს ექსპერტმა ჯო როგანმა რამდენიმე დღის წინ გამართული თოფურია-გეიჯის დაპირისპირება UFC-ის ისტორიაში საუკეთესოდ სრულიად დამსახურებულად მონათლა. ამაზე მხოლოდ უშუალოდ ბრძოლის დროს განვითარებული მოვლენები კი არა, არამედ ის უდიდესი აჟიოტაჟიც მეტყველებს, რომელიც ახლაც არ ჩამცხრალა. უნდა დაასრულოს თუ არა კარიერა მსუბუქი წონითი დივიზიონის ახალმა ჩემპიონმა ჯასტინ გეიჯიმ - ამის თაობაზე აზრს ბევრს ეკითხებიან და ბუნებრივია, MMA-ს ლეგენდის, ჟორჟ სენ-პიერის პასუხი განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ჯასტინ გეიჯი იმ მებრძოლთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ბევრს შრომობენ და წარუმატებლობის შემდეგ ყოველთვის შთამბეჭდავად ბრუნდებიან. აღფრთოვანებული ვარ იმ მიღწევებით, რომელიც მას ზურგს უმაგრებს.

შეიძლება არ მოგეწონოთ, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ მის ადგილას რომ ვიყო... იცით, ამაზე რამდენიმე წუთის წინ დემეტრიუს ჯონსონსაც ვესაუბრებოდი და ისიც დამეთანხმა, რომ გეიჯიმ კარიერა უნდა დაასრულოს. რამ უნდა მისცეს მოტივაცია? აბსოლუტურად ყველაფერი მოიგო.

რა თქმა უნდა, არსებობს ფინანსური მხარე და შეიძლება აწუხებს ფიქრი იმაზე, რომ თუ ახლა წავა, იმ ფულს, რომელიც შეეძლო კიდევ გამოემუშავა, მაგიდაზე ტოვებს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჯასტინს კიდევ ბევრი მეტოქის ძლევა და გამარჯვებათა სერიის გამოცხობა შეუძლია.

თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ჯანმრთელობა ყოველთვის პრიორიტეტი უნდა იყოს და კიდევ ერთ მომენტზე გავამახვილებ ყურადღებას - ნებისმიერ მებრძოლს კარიერის მწვერვალზე ყოფნისას, კარიერის დასრულება უჭირს, რადგან თავში ასეთი აზრები უტრიალებთ: „კიდევ ერთხელ ვიჩხუბებ და დავასრულებ, კიდევ ერთხელ და ეს კიდევ ერთხელ არ სრულდება“. თუმცა, ჯასტინის შემთხვევა სულ სხვაა - ასეთ ფინალზე მეც და ნებისმიერი სპორტსმენი ვიოცნებებდით“.

ცნობისათვის, UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში საჩემპიონო ქამარი ჯასტინ გეიჯიმ ილია თოფურიას დამარცხებით მოიპოვა, რის შემდეგაც აღნიშნა, რომ „ელ მატადორისთვის“ რემატჩის მიცემას არ აპირებს, თუმცა ეს ნებისმიერ შემთხვევაში უფრო UFC-ის ხელმძღვანელების გადასაწყვეტია და როგორც დენა უაითი და ჰანტერ კემპბელი ჩათვლიან საჭიროდ, მოვლენებიც ისე განვითარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სახლს ილიაზე დავდებდი | სენ-პიერი გეიჯი - ილიას ბრძოლაზე
სახლს ილიაზე დავდებდი | სენ-პიერი გეიჯი - ილიას ბრძოლაზე