თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 11 ქულა - ბარსელონამ ვალენსიას სტუმრად მოუგო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური სერია „ბარსელონამ“ გამარჯვებით დაიწყო. თორნიკე შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა „ვალენსია“ სტუმრად „როიგ არენაზე“ ოვერტაიმში, 113:112 დაამარცხეს და ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაზე სერიოზული განაცხადი გააკეთეს. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ტრადიციულად კატალონიური კლუბის სასტარტოში იყო და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

პარკეტზე გატარებულ 29 წუთში თორნიკემ 11 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება დააგროვა. შენგელიამ რვიდან ხუთი ორქულიანი და სამიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. პერიმეტრის ხაზიდან მისი ორივე სროლა არაზუსტი აღმოჩნდა, ხუთიდან სამი მოხსნა თავდასხმაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი ორჯერ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ცნობისათვის, ამ გუნდებს შორის ფინალური სერიის მომდევნო, რიგით მეორე მატჩი 20 ივნისს, ისევ ვალენსიაში გაიმართება და თბილისის დროით, 22:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინს ახალი მწვრთნელი ეყოლება - ვიდორეტა გუნდს დაემშვიდობა
შერმადინს ახალი მწვრთნელი ეყოლება - ვიდორეტა გუნდს დაემშვიდობა