ლივერპული და ბარსელონა ვან დე ვენის შესაძენად იბრძვიან
„ბარსელონა“ და „ლივერპული“ ნიდერლანდების ნაკრების მცველის, მიკი ვან დე ვენის დამატებას ცდილობენ.
კლუბებს სურთ ისარგებლონ იმ ჩიხური სიტუაციით, რომელიც მოთამაშესთან „ტოტენჰემის“ მოლაპარაკებებში შეიქმნა. ინფორმაციას De Telegraaf-ის ჟურნალისტი მაიკ ვერვეი ავრცელებს.
25 წლის ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი „დეზებთან“ 2029 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.
„ლივერპული“ დაცვის გადახალისებას აქტიურად გეგმავს, რადგან გუნდი დატოვა იბუ კონატემ, რომელიც მადრიდის „რეალში“ გადავიდა. ვირჯილ ვან დეიკი კი მალე 35 წლის ხდება და დაცვის ხაზში ძლიერი მეწყვილე სჭირდება.
რაც შეეხება „ბარსელონას“, ჰანსი ფლიკს ცაცია ცენტრალური მცველი სჭირდება, რომელიც სწრაფია და ამოწეული დაცვით თამაშის დროს, უკან ჩასვლას დროულად შეძლებს. გარდა ამისა, თუ საჭირო გახდა ვან დე ვენი მარცხენა მცველის პოზიციასაც ითავსებს, რაც მის სარგებლიანობას აორმაგებს.
ამჟამად ნიდერლანდების ნაკრებთან ერთად მყოფმა ვან დე ვენმა გასულ სეზონში „ტოტენჰემის“ რიგებში 45 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ტრანსფერმარკტი მას 50 მილიონ ევროდ აფასებს.