BBC: არსენალი ბართიშვილის სანაცვლოდ ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებს
ბრიტანული გამოცემა BBC წერს, რომ ლონდონის „არსენალი“ ანდრია ბართიშვილის შეძენით ინტერესდება და ოფიციალური შეთავაზების გაკეთებასაც გეგმავს.
„არსენალი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელის, ანდრია ბართიშვილის დასამატებლად შეთავაზების გაკეთებას აპირებს. 17 წლის ფეხბურთელს მშობლიურ კლუბთან, სკ „კოლხეთთან“ კონტრაქტი 2026 წლის ბოლომდე აკავშირებს და როგორც ცნობილია, „მეთოფეები“ თინეიჯერს წინასწარი კონტრაქტის შეთავაზებას გაუკეთებენ.
ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა „არსენალი“ ერთადერთი კლუბი არ არის, რომელიც ბართიშვილისთვის იბრძვის.
ბართიშვილი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ტალანტად მიიჩნევა და მას არაერთ იტალიურ გუნდში, მათ შორის „იუვენტუსში“ გადასვლასაც უკავშირებენ”.
- წერს ბრიტანული გამოცემა.
ბართიშვილი ამჟამად იჯარით „იბერია 1999“-ში იმყოფება. ნიჭიერი ქართველი შემტევის მიმართ სატრანსფერო ბაზარზე მართლაც დიდი ინტერესია. ანდრია 18 წლის 30 მარტს ხდება, რის შემდეგაც ევროპაში თამაშის უფლებასაც მიიღებს.